გიგანტური ხეები მე გადავრჩინე - ბიძინა ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:29 | 10.12.2019
ნანახია: 1342

გიგანტური ხეები მე გადავრჩინე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინ აივანიშვილმა ინტერნეტგამოცემა „ველური ბუნებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ასი ათასობით ხე აქვს დარგული.

„შემიძლია გითხრათ, რომ მე ასი ათასობით ხე მაქვს დარგული, შეიძლება ამას ჩემი ჰობი დაარქვათ ან მოთხოვნილება, მაგრამ ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ვირტუალურ რეალობაში ამყოფებენ ჩვენ მოსახლეობას, რათა ყველა მოვლენა მხოლოდ ნეგატიური კუთხით შუქდებოდეს“,  - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკებისთვის, ასწლოვანი ხეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადააქვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე