აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტებმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცეს

საქართველო, თბილისი - 11:54 | 10.12.2019
ნანახია: 652

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის  შეიარაღებული ძალების კომიტეტებმა მიიღეს 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე ითვალისწინებს სანქციებს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ისა და „თურქეთის ნაკადის“ წინააღმდეგ. ინფორმაცია კომიტეტების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

კონგრესში აღნიშნავენ, რომ შეთანხმდნენ 738 მლრდ დოლარის გამოყოფაზე. „ეს მოიცავს 71,5 მლრდ დოლარს, საზღვარგარეთ ოპერაციების დაფინანსებისთვის“, - ნათქვამია პრეს-რელიზში.

მას შემდეგ რაც დოკუმენტი შეთანხმდა, ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება. აშშ-ის 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 716 მლრდ დოლარს შეადგენდა.

ახალი თავდაცვის ბიუჯეტი კვლავ გამოყოფს სახსრებს რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა სფეროში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე