ტრამპისა და ლავროვის შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება

საქართველო, თბილისი - 11:29 | 10.12.2019
ნანახია: 655

აშშ-ის პერზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ოვალურ კაბინეტში ადგილობრივი დროით დღეს, 14.30 საათზე (თბილისის დროით 23.30 სთ) მიიღებს. შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურული იქნება.

შეხვედრის ხანგრძლივობა ცნობილი არ არის.

ლავროვი მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდება. შეხვედრა თბილისის დროით 19.30 საათზეა დაგეგმილი. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე