წელს პირველად, ბათუმში 13 ადმინისტრაციული უბანი გაცოცხლდება და გაფერადდება

საქართველო, თბილისი - 15:56 | 28.12.2015
ნანახია: 1701

წელს პირველად,  ბათუმში 13 ადმინისტრაციული უბანი გაცოცხლდება და გაფერადდება. ბათუმის ყველა ადმინისტრაციულ უბანში ჩატარდება 2-საათიანი უფასო კონცერტები, სადაც ბავშვებს გაართობენ ანიმატორები.თოვლის ბაბუა ფიფქიასთან ერთად ბევრ საინტერესო და სახალისო გათამაშებას მოაწყობენ ბათუმელებისთვის.

28 დეკემბერს   გონიოს ციხის  მიმდებარე სკვერში მოეწყო ჯგუფის Asea Sool კონცერტი. გასართობი შოუ პროგრამა  გამართა  სპეციალურად ბავშვებისთვის თოვლის ბაბუამ და ფიფქიამ. სახაალწლო განწყობის შეასაქმნელად პატარებს სახე მოუხატეს და ფერადი ბუშტები დაურიგეს.

"აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, წელბს ბათუმის 13-ივე უბანში კონცერტები და გასართობი პროგრამები მოეწყობა. ჩვენი მიზანია ახალი წელი ყველა უბანში სახალისოდ აღინიშნოს, რასაც 31-ში გრანდიოზული გალა-კონცერტი დაასრულებს." - განაცხადა ნათია სირაბიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.
 
პროექტი ფერადი უბანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით წელს პირველად ხორციელდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე