9-15 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი

საქართველო, თბილისი - 14:17 | 09.12.2019
ნანახია: 705

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-15 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 13 დეკემბრიდან ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12, 17 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში ღამის საათებში ეციება, დღისით კი ბარში 6, 11 გრადუსი დაფიქსირდება
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 9, 11 გრადუსია მოსალოდნელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე