არგენტინაში მექსიკის ელჩი 10 დოლარის ღირებულების წიგნის მოპარვის მცდელობის დროს დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:21 | 09.12.2019
ნანახია: 672

არგენტინაში მექსიკის ელჩი ოსკარ რიკარდო ვაალერო, ბუენოს-აირესში, მაღაზიიდან წიგნის მოპარვის მცდელობის გამო სამშობლოში გაიწვიეს.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარსელო ებრარდმა მიკრობლოგ Twitter-ზე, დაწერა, რომ არგენტინაში მექსიკის ელჩს, რომელსაც წიგნის მოპარვაში ადანაშაულებენ, სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნება უბრძანა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 76 წლის ელჩი, ოსკარ რიკარდო ვალერო რესიო ბასერა, წიგნის მაღაზიის დაცვამ პოლიციის მისვლამდე იმ დროს დააკავა, როდესაც ის ჯაკომო კაზანოვას ბიოგრაფიის შესახებ  წიგნის მოპარვას ცდილობდა. წიგნი დაახლოებით ათი დოლარი ღირდა. ადგილობრივმა მედიამ სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეოჩანაწერიც გაავრცელა.

ებრარდის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწარების ნამდვილობა დადასტურდება, ელჩი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდება.

ოსკარ რიკარდო ვალერო რესიო ბესერა, არგენტნაში ელჩად 2019 წლის მარტში დაინიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე