ახალ ზელანდიაში ვულკანი ამოიფრქვა, არიან დაშავებულები და დაკარგულები | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 10:38 | 09.12.2019
ნანახია: 920

ახალი ზელანდიის პრემიერის ჯასინდა არდერნის ინფორმაციით, კუნძულ უაიტ-აილენდზე ვულკანის ამოფრქვევის დრის, მის სიახლოვეს ასამდე ადამიანი იმყოფებოდა, ზოგიერთი მათგანი დაკარგულია.

„ასამდე ადამიანი ამოფრქვევის მომენტში ვულკანის სიახლოვეს იმყოფებოდა, ზოგიერთი მათგანი უკვალოდ დაიკარგა“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ვულკანის სიახლოვეს მყოფი ადამიანების უმეტესობა ტურისტია.

ახალი ზელანდიის პოლიციამ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ წინასწარი მონაცემების მიუხედავად, ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ვულკანის სიახლოვეს 50-ზე ნაკლები ადამიანი იმყოფებოდა, მათი ნაწილი კუნძულიდან უკვე ევაკუირებულია.

ქალაქ უაკატანეს მერი ჯუდი ტერნერი აცხადებს, რომ კუნძულზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

 „მე ბევრი არაფერი ვიცი. ჩემთვის მხოლოდ ცნობილია, რომ მოხდა ამოფრქვევა და კუნძულზე მყოფი რამდენიმე ადამიანი დაშავდა“, - განუცხადა მერმა მედიას.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეცნიერებთან ერთად ცდილობს დაადგინოს შესაძლო საფრთხის დონე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე