თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით 32 წლის ქალი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:08 | 09.12.2019
ნანახია: 782

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიხეილ მესხის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით 32 წლის  ქალი დაიღუპა, მისი 22 წლის ძმა კი მოიწამლა. ახალგაზრდა მამაკაცის კლინიკაშია გადაყვანილი, ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელში მხუთავი აირის დაგროვების შედეგად 32 წლის ქალი დაიღუპა, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება მისი ძმა, 22 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, მესხის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბინა, სადაც ტრაგედია, მოხდა გაქირავებული იყო. მომხდართან დაკავშირებით კომპანია "თბილისი ენერჯიმ" განცხადება გაავრცელა. კომპანიაში ამბობენ რომ ბინაში აკრძალული დანადგარები ივნისში ჩაჭრეს, თუმცა ის ხელმეორედ, კუსტარულად დააერთეს. მათივე ინფორმაციით, ბინაში სამი აკრძალული, ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი გამწოვი მილის გარეშე იყო დამონტაჟებული და გაზის ნამწვი ბინაში გროვდებოდა. მიმიდინარეობს გამოძება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე