ვოლსკი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს "სეპარატისტულ ვიზიტად" აფასებს

საქართველო, თბილისი - 16:51 | 06.12.2019
ნანახია: 765

რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს მისი პოლიტიკური ნიშაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ "დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

"რუსეთთან პარალელური ურთიერთობები გარდა იმისა, რასაც სახელმწიფო გეგმავს და ახორციელებს, სტრატეგიულ ჩარჩოში რომელიც ჯდება და რომელსაც ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ, არ არის კარგი ქვეყნისთვის. რეალიზაცია გარკვეული ამოცანების ჩამოყალიბებულია და დაკავშირებულია მთელ რიგ სხვადასხვა ასპექტებთან.

საერთაშორისო ურთიერთობების გარკვეული მიმართულებები თავად რუსეთთან მოლაპარაკებების ის ფორმატი, რომელიც ეკონომიკას ეხება, ასევე მნიშვნელოვანია სამომავლოდ. არ ვფიქრობ, რომ ასეთი ვიზიტები პოზიტიურია, რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს მისი პოლიტიკური არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა", - განაცხადა ვოლსკიმ.

პარტია "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინ კოსაჩევს შეხვდა და რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამო, რომლის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტში, ანტისაოკუპაციო აქციები მოჰყვა, ბოდიში მოუხდა.

"არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო ამ აბსოლუტურად ამაზრზენი ინციდენტის გამო. მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ვერ დაგასრულებინებთ, ვიდრე ბოდიშს არ მოგიხდით, რადგან მიმაჩნია, რომ ეს უპირველესად, ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა", - განაცხადა ბურჯანაძემ კოსაჩევთან შეხევდრაზე.

კოსაჩევმა, თავის მხრივ, ბურჯანაძეს ბოდიშის მოხდისთვის მადლობა გადაუხადა.

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს ჩავიდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე