კახა კახიშვილი მთავარ პრიორიტეტად მსჯავრდებულების დასაქმებას მიიჩნევს

საქართველო, თბილისი - 15:37 | 28.12.2015
ნანახია: 1584

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატ კახა კახიშვილის განცხადებით, მისი უწყება საზოგადოებას 2016 წელს მნიშვნელოვან ნოვაციას შესთავაზებს, რომელიც ეხება დაწესებულებაში ფაბრიკებისა და მინი ქარხნების აშენებას.

კახა კახიშვილმა უწყებაში დაგეგმილ პროქტებზე ყურადღება საკომიტეტო მოსმენების ფორმატში გაამახვილა.

კახიშვილის თქმით, 2012 წლიდან სისტემაში რადიკალური რეფორმები ხორციელდება.

„ძირითადი პრობლემაა მსჯავრდებულების დასაქმების საკითხი. პარლამენტში რიგი რეგულაციების ინიცირება მოვახდინეთ, რათა მსჯავრდებულებს საშუალებას მივცემთ, რომ საკუთარი ნამუშევრები გაყიდონ და შემოსავლები ონლაინ მაღაზიებიდან მიიღონ. მსჯავრდებული ამ თანხას სურვილისამებრ მოიხმარს. ასევე, 2016 წელს მნიშვნელოვან ნოვაცია წარმოვადგენთ, რომელიც ფაბრიკებისა და მინი ქარხნების აშენებას ეხება. ახლა ბიზნესსექტორს არანაირი სტიმული არ გააჩნია, რომ რომელიმე დაწესებულებაში რაღაც ფაბრიკა აამოქმედოს, რომ მსჯავრდებულები დაასაქმოს. მათ ნაწარმას სამინისტრო ვერ შეისყიდის, რადგან სპეციალური რეგულაციებია და ტენდერი უნდა ჩატარდეს და ა.შ. დღეში 10 000 პური გვჭირდება, მაგრამ იმისთვის, რომ პურის ქარხანა ავამოქმედოთ, ბიზნესსექტორს სტიმული არ აქვს, რადგან პური რომ გამოუშვას, მას ვერ შევისყიდით, რადგან ტენდერს ვინც მოიგებს, ის მოიგებს. ამიტომ საშუალება გვექნება, იმ ფასების ფარგლებში, რომელიც სტატისტიკის დეპარტამენტს ექნება, ნაწარმი შევიძინოთ და ჩვენს დაწესბეულებაში ჩვენი პატიმრების მიერ პური, ბალიშები ლებები შეიკეროს. ფორმები, რომელიც ჩვენთან შეიკერება, სხვა უწყებებს შევთავაზებთ, რომ შეისყიდონ. გეგუთში სპეციალური სათბურის აშენებას ვგეგმავთ, რომ მერიამ ჩვენგან ყვავილები შეიძინოს. ეს იქნება რევოლუცია პენიტენციალურ სისტემაში“, - განაცხადა კახიშვილმა.

ამას გარდა, კახიშვილმა აღნიშნა, რომ შინა პატიმრობის დანერგვა იგეგმება და ელექტრონული სამაჯურები უკვე შეძენილია.

ასევე კახიშვილმა განაცახდა, რომ 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულება აშენდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე