ბერა ივანიშვილი NEXT-ის სახე გახდა

საქართველო, თბილისი - 14:52 | 28.12.2015
ნანახია: 3079

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი, მომღერალი ბერა ივანიშვილი „next”-ის სახე გახდა. ამის შესახებ, მომღერალმა „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

“პირველად ვამბობ საჯაროდ - "ნექსთის" წევრი გავხდი. ისინი იზრუნებენ ჩემს იმიჯზე, განვითარებაზე... პარიზში "ფეშენ ვიკზე" ვიყავი ნეშ გრიერთან ერთად, სწორედ ამის შემ­დეგ დამიკავშირდა "ნექსთის" წარმომადგენლობა და გავაფორმეთ კონტრაქტი ამ წარმატებულ­ სააგენტოსთან”, - განაცხადა „კვირის პალიტრასთან“ ბერა ივანიშვილმა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე