რუსეთი დანტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებით - კოსაჩევი

საქართველო, თბილისი - 12:23 | 06.12.2019
ნანახია: 752

რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის ეტაპობრივად განვითარებით. ორი ქვეყნის ხალხი ითხოვს ურთიერთობების აღდგენას, - ამის შესახებ ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა.

6 დეკემბერს დაგეგმილია პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და კონსტანტინ კოსაჩევის შეხვედრა. შეხვედრა რუსეთის ფედერაციის საბჭოს შენობაში გაიმართება.

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს გაემგზავრა. ის შეხვედრებს რუსეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გეგმავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე