თაღლითობისთვის 51 წლის ქალი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 20:12 | 25.09.2015
ნანახია: 2027

სამარტალდაცავებმა 1964 წელს დაბადებული ცისანა ჯ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საკუთარ ბინას სისტემატურად, თაღლითურად აგირავებდა და მოტყუებული მოქალაქეებისგან თანხებს ითვისებდა. ცისანა ჯ-ს მიერ თაღლითური გზით მოპოვებული თანხა ჯამში 51 000 აშშ დოლარს შეადგენს.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე