ნინო ბურჯანაძე მოსკოვში კონსტანტინ კოსაჩევს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 13:39 | 05.12.2019
ნანახია: 713

პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე რუსეთის ფედერაცის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინ კოსაჩევს 6 დეკემბერს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფედერაციის საბჭოს პრეს- სამსახური ავრცელებს.

შეხვედრა ფედერაციის საბჭოს შენობაში გაიმართება. ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს გაემგზავრა. ის შეხვედრებს რუსეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გეგმავს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე