ბაიდენი ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე ჩვენებას არ მისცემს

საქართველო, თბილისი - 12:29 | 05.12.2019
ნანახია: 698

აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სენატში სასამართლო პროცესი გაიმართება დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის ფარგლებში, ჩვენებას არ მისცემს. იუწყება ტელეარხი  Fox News-ი.

თუ წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებს, სენატმა ტრამპის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი უნდა გამართოს. იმისთვის რომ პრეზიდენტი თანამდებობას ჩამოაშორონ, საჭიროა, სენატორების ორმა მესამედმა ის დამნაშავედ ცნოს. სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები აკონტროლებენ და არცერთ მათგანს ჯერჯერობით იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერა არ გამოუცხადებია.  

„არა, არ მივცემ უფლებას ყურადღება მთავარიდან  სხვა საკითხზე გადაიტანონ. ამ პრეზიდენტმა ჩაიდინა დანაშაული, რომელსაც იმპიჩმენტი უნდა მოყვეს, არ მივცემ მას უფლებას ყურადღება სხვა საკითხზე გადაიტანოს“, - განაცხადა ბაიდენმა შეკითხვის საპასუხოდ, წარსდგება თუ არა თავისი სურვილით სენატში იმპიჩმენტის საკითხის მოსმენაზე.

მანამდე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჰოგან გიდლიმ განაცხადა, რომ ტრამპი მიესალმება სენატში იმპიჩმენტის საკითხის განხილვას, სადაც რესპუბლიკელები უმრავსელობას აკონტროლებენ და მოწმის სახით ყოფილ ვიცეპრეზიდენტს ბაიდენსა და მის ვაჟს ჰანტერს ელოდებიან.

შეგახსენებთ, დემოკრატებმა ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყეს. მათი მტკიცებით ტრამპი უკრაინისგან სამხედრო დახმარების სანაცვლოდ თავისი პოლიტიკური მეტოქის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის ჰანტერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვდა. ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას კორუფციასთან ბრძოლის გამკაცრებას სთხოვდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე