წულუკიანი საკონსტიტუცო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობის შეცვლას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 14:11 | 28.12.2015
ნანახია: 1739

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, თეა წულუკიანი, ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა ხარვეზიანია და დახვეწას საჭიროებს.

ამის შესახებ წულუკიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, სადაც მთავრობა ნდობის მოსაპოვებლად კენჭისყრისწინა შეხვედრებს მართავს.  

"ჩვენ აღარ უნდა მოგვიწიოს ისეთი რეალობის წინაშე დავდგეთ, როდესაც მოსამართლეს, რომელსაც მანტია აცვია, საავადმყოფოში აიძულებს ვიღაც, განჩინებას ხელი მოაწეროს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონს "ხარვეზიანი" უწოდა და მისი გამოსწორების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"აუცილებელია, მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონებში არსებული ხარვეზების გასწორება, რომ ჩვენ აღარ მოგვიწიოს ისეთი რეალობის წინაშე დავდგეთ, როდესაც მოსამართლეს, რომელსაც მანტია აცვია, საავადმყოფოში აიძულებს ვიღაც, განჩინებას ხელი მოაწეროს. აქვეყნებს სასამართლო თავის გადაწყვეტილებას იქ, სადაც არ უნდა გამოაქვეყნოს და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, იმ ნების და პრაქტიკიდან გამომდინარე მოხდა, რომელიც ჩვენ დავინახეთ, მაგრამ კანონიც არ არის ერთაზროვანი," - განაცხადა წულუკიანმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე