ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:23 | 05.12.2019
ნანახია: 805

სამართალდამცავებმა ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე დაკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება.

შსს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე