"თბილისის მიკროავტობუსის“ მომსახურება შესაძლოა გაძვირდეს

საქართველო, თბილისი - 17:17 | 04.12.2019
ნანახია: 785

"თბილისის მიკროავტობუსის“ მომსახურება შესაძლოა გაძვირეს? კომპანიის გენერალური დირექტორის დავით ასანიძის თქმით, შესაძლოა თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს. მენეჯერის თქმით, კომპანია ტარიფის 20-30 თეთრით მატების გარეშე მიკროავტობუსების პარკის განახლების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

ასანიძიდ თქმით, კომპანია მოგებას ვერ ნახულობს და ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანია 500-მდე მძღოლმა დატოვა.

„ფინანსური პრობლემების გამო 2018 წელს დაგეგმილი ამორტიზებული მიკროავტობუსების ჩანაცვლება ვერ შევძელით, შედეგად კი, ხარისხი გაუარესდა. პრაქტიკულად, დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, რომ მძღოლების დიდი რაოდენობა მანქანებს ტოვებს და სხვაგან მიდის სამუშაოდ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 500-მდე მძღოლმა დატოვა კომპანია. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ტარიფია, სხვა შემოსავალი არ გვაქვს. თუ ბიზნესს შემოსავალი არ გაეზარდა, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. მონდომებული ვართ, რომ ახალი მანქანები შევიძინოთ და მოსახლეობა ავტობუსების რეალურ კონკურენტად აღგვიქვამდეს. ჩვენს მიერ გადაყვანილი მგზავრობის რაოდენობა უტოლდება ავტობუსების მიერ გადაყვანილ რაოდენობას. ფასის ზრდის გარეშე ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია....
რეალობა შეიძლება ის დადგეს, რომ ერთ დღეს თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს. გამოსავალი არის, რომ ტარიფი გაიზარდოს 20-30 თეთრით", განმარტა დავით ასანიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე