შემიძლია წავიტრაბახო, თბილისს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:20 | 04.12.2019
ნანახია: 823

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის შესახებ ისაუბრა.

კალაძის თქმით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე მოწესრიგებული და ერთ-ერთი საუკეთესო.

"შემიძლია, წავიტრაბახო, როდესაც დავამთავრებთ ამ პროექტის განხორციელებას, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება თბილისს. ეს იქნება ახალი, განახლებული ავტობუსები.

პარალეურად, მიკროავტობუსები აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს, ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და მართლა ძალიან მაგარია, ვფიქრობ, საზოგადოება ამას ხედავს. რეფორმა ჯერ არ დამთავრებულა და იქნება შემდეგი ეტაპები.

ასევე მეტრო, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღეს, მოსაწესრიგებლია, გარდა იმ რეაბილიტაციისა, რომელსაც ვახორციელებთ, საჭიროა ახალი ვაგონების შესყიდვა, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ. ასევე, მნიშვნელოვანია სადგურების რეაბილიტაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია", - თქვა კახა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე