პანკისის ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

საქართველო, თბილისი - 16:07 | 03.12.2019
ნანახია: 725

თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებში მონაწილე, არბი ქავთარაშვილისა და რუსლან ხანგოშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა და ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. 

პროცესზე  მკვლელობაში ბრალდებულმა არბი ქავთარაშვილმა ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.

ბრალდება, 22 წლის არბი ქავთარაშვილს, 37 წლის ვისური მუთოშვილის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას ედავება.

28 წლის რამაზ ხანგოშვილის წინააღმდეგ გამოძიება, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ორი გვარის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობაში 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად 37 წლის ვისო მუთოშვილი გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.

მომდევნო სასამართლო სხდომა  22 იანვარს ჩაინიშნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე