მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა მცხეთის მერიასთან განვითარებულ მოვლენებზე, პროკურატურას საჩივრით მიმართეს

საქართველო, თბილისი - 13:14 | 03.12.2019
ნანახია: 728

მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა მხარდამჭერებთან ერთად პროკურატურას საჩივრით მიმართეს. მოძრაობის წევრები იმ პირთა დასჯას ითხოვენ, ვინც მათი მტკიცებით, გუშინ, მცხეთის მერიასთან აქციიის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

საჩივარი ადგილობრივი მაღალჩინოსნებისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტების წინააღმდეგ არის მიმართული. საერთო ჯამში 20-მდე პირზეა საუბარი. მოძრაობა „გაბედეს“ წევრის, ბექა ნათელაშვილის განცხადებით, ორგანიზაცია აღნიშნულ ფოტო-ვიდეო მასალას საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნის.

„გუშინ დადასტურდა, რომ დიმიტრი ხუნდაძეს ამომრჩეველები აღარ დარჩა მცხეთაში და გარეთ გამოუშვა მერიის თანამშრომლები, მცხეთის მერი, რომელიც უშუალოდ კურირებდა ამ დარბევას. ამას სხვა არაფერი არ ქვია, გარდა დარბევისა, როდესაც 40-50 წელს გადაცილებული ადამიანები წიხლებით იყვნენ შემდგარი ახალგაზრდა ადამიანებზე, ჩვენს თანამებრძოლებზე და რა დროსაც დაგვაკავეს ჩვენ, ეს ადამიანები ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას ისევ, სადაც მუშაობდნენ. დისკზე გვაქვს ვიდეო მასალა, სადაც კარგად ჩანს, როგორ ძალადობენ ეს ადამიანები. მოვედით აქ და ვითხოვთ ამ ადამანების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას“ ,- განაცხად ბექა ნათელაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე