13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ფილიალი სრულად აღდგენილია

საქართველო, თბილისი - 13:35 | 28.12.2015
ნანახია: 2048

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-12 რაიონული ფილიალი, რომელიც 13 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანდა,სრულად აღდგენილია. განახლებული შენობა დღეს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა დაათვალიერა.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-12 რაიონულ ფილიალში 24 საათიან რეჟიმში 5 სამედიცინო ბრიგადა განთავსდება.

აღნიშნული სამედიცინო ჯგუფები მოემსახურებიან ვაკის რაიონს, ასევე, საბურთალოსა და ძველი თბილისის რაიონების ნაწილს, საიდანაც დღე-ღამის განმავლობაში, საშუალოდ, 100-150 გამოძახებაფიქსირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე