გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეის სხდომას ესწრება

საქართველო, თბილისი - 19:54 | 25.09.2015
ნანახია: 2014

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაში მონაწილეობს. გიორგი კვირიკაშვილი სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება, მინისტრი გამართავს 50-მდე ორმხრივ შეხვედრას კოლეგა მინისტრებთან და გაერო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო მდგრადი განვითარების სამიტის გახსნის ცერემონიას, სადაც დელეგატებს სიტყვით მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ. 
მინისტრი, საქარათველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ასევე დაესწრება გაერო-ს გენერალური ასაბლეის 70-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას. მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის პრეზიდენტის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებაში, აგრეთვე ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში. გარდა ამისა, მინისტრი ასევე დაესწრება იაპონიის პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებას და საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ღონისძიებას - the foreign policy dimension for climate change.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტკურ დირექტორებთან. 
საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს BSEC-ის არაფორმალურ მინისტერიალში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე