თეთრი სახლი ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ მოსმენებში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველო, თბილისი - 10:16 | 02.12.2019
ნანახია: 101

თეთრმა სახლმა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს სასამართლო საკითხებში აცნობა, რომ 4 დეკემბერს იმპიჩმენტის შესახებ მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს. იუწყება გამოცემა Politico.

გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის თავმჯდომარემ  სასამართლო საკითხებში ჯეროლდ ნადლერმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 4 დეკემბერს დანიშნულ იმპიჩმენტის მოსმენაზე მიიწვია. მან ტრამპს ასევე სთხოვა გაარკვიოს იურისტის კანდიდატურა, რომელიც კომიტეტში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება.

მანამდე ტრამპმა არ გამორიცხა, რომ კონგერსში იმპიჩმენტის განხილვის ფარგლებში ჩვენებას მისცმდა.

 „არსებულ პირობებში არ ვაპირებთ მოსმენებში მონაწილეობის მიღებას, რომელიც ოთხშაბათს უნდა გაიმართოს“, - ნათქვამია ნადლერის მიმართ თეთრი სახლის იურისკონსულის პეტ ჩიპოლონეს მიერ გაგზავნილ წერილში.

დემოკრატებმა ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი დაიწყეს. მათი მტკიცებით, ტრამპი უკრაინისგან თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვდა სამხედრო დახმარების სანაცვლოდ. დემოკრატები წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ, რაც მათ საშუალებას აძლევს ტრამპს ამავე პალატაში იმპიჩმენტი გამოუცხადონ, თუმცა სენატში, პრეზიდენტის ჩამოშორებისთვის საჭიროა ხმების ორი მესამედი, რესპუბლიკელების უმრავლესობა კი იმპიჩმენტის გამოცხადებას არ აპირებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე