ირაკლი ღარიბაშვილი "ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტი ვერ გახდება

საქართველო, თბილისი - 11:30 | 28.12.2015
ნანახია: 1751

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტი ვერ გახდება. ამას კი არსებული საკანონმდებლო მოთხოვნები განაპირობებს. ”პრაიმნიუსჯორჯია” ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცა, რომ ღარიბაშილი ქადაგიძეს ჩაანაცვლებს.

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის თანახმად, „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტს თანამდებობაზე ნიშნავს პრეზიდენტი „ეროვნული ბანკის“ საბჭოს წევრებიდან საბჭოს წარდგინებით.

საბჭო შედგება 7 წევრისგან, რომლებსაც ამტკიცებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. ამ 7 წევრიდან მხოლოდ 2 შეიძლება იყოს ეკონომიკური და ფინანსური განათლების არმქონე.

დღეს არსებული რეალობის გათავლისწინებით, საბჭოში უკვე არის 2 წევრი, რომლებსაც ფინანსური და ეკონომიკური განათლება არ გააჩნიათ. ლაშა ჯუღელი, რომელიც არის სამართალმცოდნე და საბჭოს წევრია 2009 წლის დეკემბრიდან. შესაბამისად, მას 7-წლიანი ვადა 2016 წლის დეკემბერში ეწურება და ვაჟა ჯანყარაშვილი, ასევე სამართალმცოდნე. მას ვადა 2019 წლის მაისში ეწურება.

შესაბამისად, ქადაგიძის ადგილი საბჭოში, საიდანაც უნდა მოხდეს „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტის შერჩევა, განათლებით ფინანსისტმა ან ეკონომისტმა უნდა დაიკავოს.

ირაკლი ღარიბაშვილი კი განათლებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და მას არანაირი ფინანსური ან ეკონომიკური განათლება არ გააჩნია, მოკლევადიანი კურსების დონეზეც კი. ამიტომაც, როდესაც ქადაგიძის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ საბჭოში ახალი წევრის დანიშვნის საკითხი დადგება დღის წესრიგში, ამ ადგილს ღარიბაშვილი ვერანაირად ვერ დაიკავებს.

2016 წლის ბოლოს კი, როდესაც ვადა ერთ-ერთ კანდიდატს ეწურება, „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტი არჩეული უნდა იყოს.

მათი ვადამდე გათავისუფლება კი შეუძლებელია, თუკი არ დაარღვიეს კონსტიტუცია და არ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ ვრცელდება, რაც მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა დატოვა, სამომავლო გეგმების შესახებ კი არაფერი უთქვამს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე