ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემზავრა

საქართველო, თბილისი - 15:57 | 21.11.2019
ნანახია: 721

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, კრისტოფ კასტანერთან.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე ისაუბრებენ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ განხორციელებულ ერთობლივ ღონისძიებებს შეაფასებენ და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე