ჯო ბაიდენი მარიხუანის ლეგალიზაციას ემხრობა

საქართველო, თბილისი - 11:06 | 21.11.2019
ნანახია: 749

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციის მომხრეა.

 „ვფიქრობ, რომ აუცილებელია მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, წერტილი. მიმაჩნია, რომ ყველა, ვის მიმართაც ამ საკითხზე საქმე აღიძრა, ციხიდან უნდა გამოვიდეს“, - განაცხადა ბაიდენმა ტელედებატების დროს.

ამჟამად, ამერიკის თერთმეტ შტატში და კოლუმბიის ოლქში მარიხუანის მოხმარება დასვენების მიზნით, ნებადართულია, 30-ზე მეტ შტატში კი მარიხუანა ლეგალიზებულია სამედიცინო მიზნებისთვის.

წინასაარჩევნო ტელედებატების მეხუთე რაუნდი პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დემოკრატიული პარტიიდან ატლანტაში იმართება.

სოციოლოგების მონაცემებით, დემოკრატთა შორის ლიდერობას ინარჩუბნებს ჯო ბაიდენი, მას ფეხდაფეხ მიყვება სენატორი ელიზაბეთ უორენი, შემდეგ კი ბერნი სანდერსი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე