თბილისში ორი მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 19:27 | 25.09.2015
ნანახია: 2034

თბილისში, მუხიანის მე-4 მიკრორაიონში მკვლელობა მოხდა. კორპუსის ეზოში მოკლულია ორი მამაკაცი.

მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღითაა მომხდარი და ორი გასროლის ხმა იყო.

ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე