რუსეთმა ესტონეთს ანექსირებული ტერიტორიები უნდა დაუბრუნოს - ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე

საქართველო, თბილისი - 11:04 | 20.11.2019
ნანახია: 948

 რუსეთის ფედერაციამ ესტონეთს ანექსირებული ტერიტორიები უნდა დაუბრუნოს. ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ხენ პილუაასმა განაცხადა.

„ესტონეთს რუსეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნია. არ გვინდა რუსეთის ტერიტორიის არცერთი კვადრატული მეტრი. მხოლოდ გვსურს, ჩვენი ტერიტორიის დაბრუნება, რუსეთმა ესტონეთის ტერიტორიის ხუთი პროცენტის ანექსია მოახდინა“, - წერს პილუაასი Facebook-ის გვერდზე.

ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სერგეი ბელიაევის სააგენტო „რიასთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა. ინტერვიუში რუსი დიპლომატი ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულების ბათილობის შესახებ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ორ სახელმწიფოს შორის სასაზღვრო ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ მსჯელობისას, ესტონური მხარე ეყრდნობა 1920 წლის დოკუმენტს, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს და მოსკოვს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე