მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდი 1,5 მლნ. ლარით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 13:48 | 27.12.2015
ნანახია: 1496

თბილისის მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდი შემცირდა, - ამის შესახებ დედაქალაქიე მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

“2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 1,5 მლნ ლარით შემცირდა თბილისის მერიის ადმინისტრაციის, საქალაქო სამსახურების და გამგეობების შრომის ანაზღაურების ფონდი”, - განაცხადა დავით ნამრმანიამ.

მისივე განმარტებით, შემცირებულია საშტატო რიცხოვნობა და შესაბამისად, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა და პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე, გამწვანებითი ღონისძიებები რჩება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე