საქართველოს ბანკი SWIFT gpi გლობალური გადახდების ინოვაციურ სისტემაში ჩაერთო
საქართველო, თბილისი - 11:57 | 15.11.2019 ნანახია: 185
საქართველოს ბანკი ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. საქართველოს ბანკი პირველი კორპორატიული ბანკია საქართველოში, ვინც SWIFT gpi გლობალური გადახდების სისტემაში სრულად ჩაერთო. SWIFT gpi არის ახალი სტანდარტი საერთაშორისო სავალუტო ტრანზაქციებში, რომელიც პროცესს ხდის უფრო სწრაფს და გამჭვირვალეს. ინოვაციური სისტემა იძლევა ტრანზაქციების მარშუტის ონლაინ რეჟიმში შემოწმების, ტრანზაქციების საკომისიოების გამჭვირვალობისა და ეფექტური ანგარიშსწორების შესაძლებლობას. SWIFT–მა შექმნა ერთიანი გლობალური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ბანკებს ეძლევათ შესაძლებლობა უფრო ეფექტურად, დროის მოკლე მონაკვეთში მოახდინონ ტრანზაქციების განხორციელება და განაახლონ ტრანზაქციის მიმდინარე სტატუსები, ასევე ნახონ მონაწილე ბანკების მიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკომისიოები.
SWIFT gpi პროდუქტის დანერგვამდე, საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვებში მონაწილე ბანკებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც აღნიშნული ტრანზაქცია ხვდებოდა მათ სისტემაში. შესაბამისად, პროცესი არ იყო ისეთი გამჭვირვალე, როგორც ახლა. ინოვაციური სისტემის დანერგვამდე ბანკებს არ გააჩნდათ მიმდინარე სტატუსი და სრული სურათი ტრანზაქციებზე არსებულ ჯაჭვში.
SWIFT gpi-ის სერვისით უკვე 3500-ზე მეტი ბანკი სარგებლობს და დღითიდღე იზრდება მონაწილე ბანკების რაოდენობა, რადგან აღნიშნული პროდუქტი დიჯიტალიზაციის მიმართულებით არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი. ხოლო საქართველოს ბანკი კი პირველი კორპორატიული ბანკია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც Swift GPI მომსახურების სრულუფლებიანი წევრი გახდა.
პოლიტიკა
- ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 12 დეკემბერს იმსჯელებს
- გაკვირვებული ვარ ივანიშვილის გამონათქვამებით… ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში მსმენია - ევროპარლამენტარი
- ივანიშვილი განსაზღვრავს, ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი, საპრეზიდენტო კანდიდატი, ეს დემოკრატიის უდიდესი პრობლემაა - ევროპარლამენტარი
- ე.წ. რუსეთის კულტურის ცენტრთან დაკავშირებული კონფერენცია გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს „ნაცმოძრაობის“ მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან - ზურაბ აბაშიძე
საზოგადოება
- აშშ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ტურისტულ ვიზაზე უარს ეუბნება
- კვლავ გადაუჭრელია დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტერთა საკითხი - საპატრიარქო
- 9-15 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი
- საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს
კონფლიქტები
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის მაცხოვრებლებს ე.წ. საზღვარზე გადასვლის უფლება მისცა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
- ზაქრო ბუთხუზი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლდა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავსტრიაში, საერთაშორისო სემინარზე არ დაუშვეს
მედიცინა
- მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია "ბერლინ-ხემის" წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
- ოქტომბრის ბოლოს გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრიან
- საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს - მარიამ ჯაში
- იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ