ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ პრო-დასავლური "ახალი სახეების" აბუჩად აგდება - ლუის ნავარო

საქართველო, თბილისი - 11:05 | 15.11.2019
ნანახია: 783

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი საქართველოში და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მიმომხილველი ლუის ნავარო „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ ქართული ოცნება შიშობს, რომ 2020 წელს ძალაუფლებას დაკარგავს, ამიტომაც თქვა უარი ცვლილებებზე.

"სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩაგდება, რომელიც მანამდე თავად ქართულმა ოცნებამ წარადგინა, გვაჩვენებს, რომ ისინი შეშფოთებულები არიან 2020 წელს ძალაუფლების დაკარგვის შიშით. ეს არის პრო-დასავლური "ახალი სახეების" აბუჩად აგდება, რომლებიც 2016 წელს გუნდში გააწევრიანეს. ეს, ასევე, არის სრული უპატივისმცემლობა დემონსტრანტებისა, რომლებიც ამ ცვლილებას ივნისში ითხოვდნენ, როდესაც ქართულმა ოცნებამ დუმის რუსი კომუნისტი წევრი მოიწვია მართლმადიდებლობის კონფერენციაზე დასწრების საბაბით“, - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ნავარო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე