ქაბულში, აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 16:29 | 13.11.2019
ნანახია: 670

ქაბულში ავღანეთის შს სამინისტროს შენობასთან დანაღმული სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, დაიღუპა 12 და დაიჭრა 20 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა უცხოური კომპანია World Guard-ის ავტომობილი, მისი ოთხი თანამშრომელი კი დაიჭრა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე