თქვენთან არავითარ კოალიციურ თანამშრომლობაზე ლაპარაკიც კი არ არის - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს

საქართველო, თბილისი - 15:38 | 13.11.2019
ნანახია: 818

ცოტა მიწაზე დაეშვით, ბატონო ირაკლი და თქვენი პროგნოზები რომ არ მართლდება, უკვე რამდენჯერმე ვნახეთ, - ასე უპასუხა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს პატრიოტთა ალიანსის პრორუსულობაზე მიანიშნა და მათთან კოალიცია, ფაქტობრივად, გამორიცხა.

ინაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური პარტიები სანატრელი გაუხდება.

ინაშვილმა მოუწოდა პარლამენტს, მხარი დაუჭიროს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

„ მე გივლებთ წითელ ხაზს – კიდევ ერთხელ გეუბნებით და თქვენთან არავითარ კოალიციურ თანამშრომლობაზე ლაპარაკიც კი არ არის, მაგრამ აქედანვე გეუბნებით, პოლიტიკური პარტიები სანატრელი გაგიხდებათ. თუ თავს არწმუნებთ, რომ 60 პროცენტი გაქვთ და თურმე, არავინ გჭირდებათ, ეს ცვლილებები მაშინ რაღაში გჭირდებათ. რისი 60 პროცენტი, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, ცოტა მიწაზე დაეშვით, ბატონო ირაკლი და თქვენი პროგნოზები რომ არ მართლდება, უკვე რამდენჯერმე ვნახეთ“, - თქვა ინაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე