ნაციონალებს რომ ჰქონდეთ საშუალება, დაიწყებდნენ ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭას - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 13:29 | 12.11.2019
ნანახია: 641

პარლამენტის საშემოდგომო სესია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

დეპუტატები ერთმანეთს წყალტუბოს პროექტისა და საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების გამო დაუპირისპირდნენ.

პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობა" ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ მიზანმიმართულ თავდასხმაში დაადანაშაულა.

"ჩვენ ვიხილეთ გასული ორი კვირის განმავლობაში უპრეცედენტო შტურმი ეკლესიაზე და პირადად პატრიარქზე. ამაზე მეტყველებს ლიდერების, მათი ლიდერების მესიჯები ფეისბუქზე, ათასობით „ნაციონალის“ უპრეცედენტო შტურმი პატრიარქზე და ეკლესიაზე; შეგიძლიათ, ნახოთ, როგორი შტურმი ხორციელდებოდა ეკლესიაზე, პატრიარქზე", - თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ახალი დროის ორჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები არიან".

"მათ რომ ჰქონდეთ ახლა საშუალება, ხელში ჰქონდეთ უროები და მაკრატლები, დაიწყებდნენ ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭას, თუმცა მათ აქვთ სხვა იარაღი და დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, რადგან ისინი არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ახალი დროის ბერბიჭაშვილები. ეს არის ხალხის შეფასება ამ პოლიტიკური ძალის მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე