კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე ანა სუბელიანის დაშავების საქმეზე დაკავებულს ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
საქართველო, თბილისი - 14:36 | 11.11.2019 ნანახია: 277
კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე ანა სუბელიანის დაშავების საქმეზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა მოითხოვა. როგორც პროკურორმა განაცხადა, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის საფრთხე.
ადვოკატმა სასამართლოს გირაო 3 000 ლარის ოდენობით შესთავაზა. მისი თქმით, ბრალდებული აღიარებს წარდგენილ ბრალს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, რაც ადასტურებს, რომ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საფუძველი.
სასამართლოს სიტყვით მიმართა ბრალდებულმაც. მისი თქმით, აქციაზე შემთხვევით აღმოჩნდა და ანა სუბელიანისთვის ზიანის მიყენება არ დაუგეგმავს.
დანაშაული გამასწორებელი სამუშაოს, შინაპატიმრობას ან პატიმრობას ერთიდან სამ წლამდე ითვალისწინებს.
წინასასამართლო სხდომა 24 დეკემბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.
8 ნოემბერს ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ჰომოფობიურმა, ძალადობრივმა ჯგუფებმა გააპროტესტეს.
დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეომასალების დამუშავება.
პოლიტიკა
- სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა
- გახარიამ და ზელენსკიმ საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
- მარია ზახაროვა განმარტავს, რატომ არ ჩამოდის თბილისში
- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი - გიორგი გახარია
საზოგადოება
- პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი - პარლამენტი
- 13-15 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი
- თავისუფლების მოედანზე, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალა
- საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს
მსოფლიო
- აშშ-ის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს აშშ-ის სენატის მიერ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით
- ბორის ჯონსონმა ელისაბედ მეორეს ახალი მთავრობის ფორმირების უფლება სთხოვა
- გერმანიაში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
- ბრიტანეთის პარლამენტში რეკორდულად ბევრი ქალი მოხვდა
კონფლიქტები
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის მაცხოვრებლებს ე.წ. საზღვარზე გადასვლის უფლება მისცა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
- ზაქრო ბუთხუზი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლდა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავსტრიაში, საერთაშორისო სემინარზე არ დაუშვეს
მედიცინა
- მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია "ბერლინ-ხემის" წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
- ოქტომბრის ბოლოს გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრიან
- საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს - მარიამ ჯაში
- იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ