გიორგი გაბუნია ამბობს, რომ სასულიერო პირი სექსუალურად ავიწროვებდა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 11.11.2019
ნანახია: 790

მთავარი არხის გადაცემა Post Factum-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის სექსუალურად შეავიწროვა სასულიერო პირმა.

გაბუნიას თქმით, ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა წმინდა გიორგის ტაძარში, თუმცა არ ამბობს, რომელში. ასევე არ აკონკრეტებს სასულიერო პირსაც, ვისაც შევიწროებაში ადანაშაულებს.

გაბუნია ყვება, რომ როცა ეს ამბავი შეემთხვა, იმ ტაძარს პირველად ესტუმრა, რაც შენიშნა ერთ-ერთმა მღვდელმა, რომელმაც შესთავაზა, რომ ტაძარს დაათვალიერებინებდა.

"ცოტა ხანში, სრულიად მოულოდნელად, ვგრძნობ, რომ წინ რაღაც შემეხო. რა თქმა უნდა, რეაქცია მოულოდნელი მქონდა, ვიფიქრე, რომ რაღაცას დავეჯახე, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ირგვლივ არაფერი იყო, შესაბამისად, მივხვდი, რომ ეს მღვდელი იყო. მაგრამ ჩავთვალე, რომ ამდენ ხელის ქნევაში და ახსნაში უბრალოდ ხელი მოუხვდა უადგილო ადგილას-მექთი."

მისი თქმით, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ კიდევ იგრძნო შეხება:

"ცოტა ხანიც კიდევ რომ გავიდა, უკვე ვიგრძენი ძალიან აშკარა შეხება, ვიოლინოსავით ჩამისვა ხელი. ეს უკვე ძალიან აშკარად გაკეთებული ჩასმა იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ძალიან უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ტაძარში ვარ, წარმოიდგინეთ, ხალხში და უცებ აღმოვაჩინე, რომ მღვდელი წინ მისვამს ხელს."

გაბუნია ყვება, რომ ამის შემდეგ, მღვდელმა საკურთხეველში შეიპატიჟა, სადაც კვლავ შეეხო მას:

"რაღაცნაირად ვიფიქრე, რა უნდა ქნას ასეთი, ბარემ მაჩვენოს ეს საკურთხეველი და მერე წავალ-მეთქი.

შევედით საკურთხეველში. საკურთხეველში განსხვავება ტაძრისგან ის არის, რომ იქ სრულიად მარტო დავრჩით, მე და მღვდელი.

მათვალიერებინებს ყველაფერს და რაღაც ეტაპზე მეუბნება ასეთ რამეს, ატყობს რომ დაძაბული ვარ, მიდიო, ნუ გერიდება, შეეხე, მოუსვი ხელი ნახატებს, ფრესკებს, იგრძენი როგორი ტექსტურააო. მეც დავემორჩილე, მოვუსვი ხელი და ამ დროს თვითონ ისეთი მომისვა, ამას მოსმა აღარ ჰქვია, ჯოისტიკივით დაიჭირა ჩემი ერთი ადგილი. სიტუაცია ისეთი იყო, რომ ვერ ერთი მოვიტყუებდით თავს, ვითომ რაღაცა შემთხვევით ხდება და მეც ავკარი ხელი, ავკარი კი არა, ძლივს მოვაგლეჯინე ხელი, იმიტომ, რომ ფაქტობრივად მივხვდი, რომ უკვე იწყებოდა სექსი მღვდელთან პირდაპირ საკურთხეველში, რაც ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმებში."

გაბუნიას თქმით, ამის შემდეგ წასვლა დააპირა, თუმცა მღვდელმა სამრეკლოზე აყვანა შესთავაზა:

"უცებ მეუბნება ასეთ რამეს, რომ არა, მოდი სამრეკლოზე უნდა აგიყვანოო. ეს ეტყობა სიმბოლურად მითხრა, ნამდვილი სამრეკლოც იგულისხმა და თან თავისი სამრეკლო. მე ვუთხარი, არ მინდა სამრეკლოზე ასვლა-მეთქი."

გიორგი გაბუნიას თქმით, ტაძრიდან გამოსვლისას დაინახა, რომ იგივე მღვდელი სხვა ბიჭს ელაპარაკებოდა, თავად კი იქ აღარასდროს დაბრუნებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე