თბილისის მერია ქალაქის განვითარების პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან 42 მლნ ლარს გამოყოფს

საქართველო, თბილისი - 13:15 | 27.12.2015
ნანახია: 1753

დედაქალქის მერია ქალაქის განვითარების პროგრამის ფარგლებში  2016 წელს ბიუჯეტიდან 42 მლნ ლარს გამოყოფს.

დედაქალაქის მიერის დავით ნარმანიას განცხადებით დაგეგმილია თბილისის ისტორიული უბნებისა და ნაგებობების რეაბილიტაცია განვითარება.

„მათ შორის, გათვალისწინებულია მარჯანიშვილის მეტროდან ზაარბრუკენის მოედნამდე ტერიტორიის განვითარება და შენობების რეაბილიტაცია, რისთვისაც გამოყოფილია 19 მლნ ლარი”, - აცხადებს დედაქალქის მერი.

მისივე თქმით, გუდიაშვილის მოედნის მიმდებარედ კონსერვაციის გეგმის ფარგლებში, აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. ამ სამუსაოებისთვის 2016 წლის დედაქალქის ბიუჯეტში 7 მლნ. 700 ათასი ლარია გათვალისწინებული.  

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა და პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე, გამწვანებითი ღონისძიებები რჩება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე