სასამართლომ ოქროპირიძეს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 16:25 | 26.12.2015
ნანახია: 1509

 
საქალაქო სასამართლომ გიორგი ოქროპირიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამასთან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები სასჯელის დანიშვნის სხდომაში არ მონაწილეობდნენ.

როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედებოდა: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ - არაერთგზის; ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

2015 წლის 25 დეკემბერს ნაფიცმა მსაჯულებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაზრახი მკვლელობისთვის  ოქროპირიძე დამნაშავედ სცნეს. მათ გამამტყუნებელი ვერდიქტი 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის და ბრალდების ამ ნაწილში ოქროპირიძე უდანაშაულოდ სცნეს.

"განაჩენი გამამტყუნებელ ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, საკასაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას," - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე