ბილ გეითსმა მილიარდერების რეიტინგში მეორე ადგილი დაკარგა

საქართველო, თბილისი - 10:37 | 06.11.2019
ნანახია: 814

Forbes-ის თანახმად, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და თავისი პოზიცია ფრანგ ბიზნესმენს, კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy -ის პრეზიდენტს ბერნარ არნოს დაუთმო.

არნო ახლა უკვე მეორე ადგილის მფლობელია, მისი ქონება 107 მლრდ დოლარად არის შეფასებული. გეითსი, რომლის ქონებაც ამ მომენტისთვის 106,8 მლრდ დოლარს შეადგენს, მესამე პოზიციაზეა.

სიის სათავეში კვალვინდებურად Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, რომლის ქონებაც 112,4 მლრდ დოლარს შეადგენს.

ივნისში არნოს ქონებამ პირველად გადააჭარბა 100 მლრდ დოლარს და ის რეიტინგის სამეულში, ბეზოსთან და გეითსთან ერთად მოხვდა. ერთი თვის შემდეგ Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, მან დროებით აჯობა გეითსს, რომელიც პირველად, მილიარდერების ინდექსის შვიდწლიან ისტორიაში, მეორე პოზიციას ჩამოშორდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე