რაც ხდება, არის პირადად ივანიშვილის მიერ ჩაფიქრებული კამპანია პატრიარქის ავტორიტეტის განადგურებისთვის - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:24 | 01.11.2019
ნანახია: 1181

ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ყველაფერი რაც ხდება, არის პირადად ივანიშვილის მიერ ჩაფიქრებული, მომზადებული,ორკესტრირებული კამპანია პატრიარქის ავტორიტეტის განადგურების და მისი გადაყენების, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილის განმარტებით, ეკლესიაში, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს პრობლემების გამძაფრება და არა მოგვარება სურს, რათა ბოლომდე მოახდინოს ყველა ინსტიტუტის უზურპაცია.

"განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შარშან ეკლესიამ პრინციპული პოზიცია დაიჭირა საქართველოს ნარკოპლანტაციად არგადაქცევის საკითხში და საპრეზიდენტო არჩევნების წინ ივანიშვილმა ის კიდევ მეტად ჩათვალა თავისთვის საფრთხედ,რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეუტრიალდეს.
ახლა სვავს სურს ორი კურდღლის დაჭერა.ერთის მხრივ,პატრიარქის მოშორება და მეორეს მხრივ,ამ ყველაფრის ნაციონალებისთვის შეტენვა", აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე