პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა

საქართველო, თბილისი - 15:09 | 01.11.2019
ნანახია: 928

პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. გადაწყვეტილება სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული 3 წლის ვადით მოთავსებულ იქნა ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

28 აგვისტოს პეკინის გამზირზე გამვლელმა ქალმა სამი წლის ბავშვი დაჭრა ბავშვი მშობლებთან ერთად მიდიოდა, როცა ის უცნობმა ქალმა დანით სახის არეში დაჭრა. პოლიციამ ქალი მალევე დააკავა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობდა. ბავშვი საავადმყოფოდან 29 აგვისტოს გამოწერეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე