პატრიარქი მტკიცედ დგას შეთითხნილი, მარტივი ინტრიგების ზემოთ - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 09:50 | 01.11.2019
ნანახია: 847

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მას დახვდა წელში გამართული პატრიარქი, რომლსაც ნათელი ხედვა აქვს საქართველო მომავლისა.

მე დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული, მომავლის ნათელი ხედვით. მე დამხვდა კათოლიკოს-პატრიარქი ისეთი, როგორსაც ვიცნობდი მას ბოლო 40 წელიწადია და მე მივხვდი, რომ მის უწმინდესობას განვლილი აქვს არაერთი ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში. კაგებეს სპეცსამსახურები ცდილობდნენ, რომ შეეცვალათ მისი ღირებულებები, ჩვენი ქვეყნის მიმართ სამსახური და იმ ფონზე, როცა პატრიარქმა კაგებეს გაუძლო და საბჭოთა იმპერიის დანგრევას მოესწრო, აი, ეს კოღოს ნაკბენები, რაც ახლა არის მის მიმართ, ბუნებრივია, ეს არანაირად არ არის მისი რაიმენაირად ცოტა მაინც შემრყევი... მე დავინახე ის თვალები. რომელიც ბოლო 40 წელია მახსოვს ნათელი ადამიანის, რომელსაც ნათელი ხედვა აქვს ხვალინდელი დღის და მტკიცედ დგას შეთითხნილი, მარტივი ინტრიგების ზემოთ. მე დავინახე პატრიარქი, რომელიც ვერ გატეხა ვერც კაგებემ და ვერც სხვა სპეცსამსახურებმა“, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

გუშინ სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე