ერდოღანი და გახარია სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 16:43 | 31.10.2019
ნანახია: 791

თურქეთი შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის მომხრეა და ამ მიმართულებით საქართველოს წვლილის შეტანას ელოდება, აღნიშნული განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ერდოღანმა წუხილი გამოთქვა, რომ ანკარასა და თბილისს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დონე შემცირდა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომის მომზადება დაავალეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია, რაზეც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯერ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სხდომა თურქეთში გაიმართოს და ამის შემდეგ, გაზაფხულისთვის ის მზადაა საქართველოს ესტუმროს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე