ჩერნოვეცკი: ირაკლი ღარიბაშვილს ეყოს გამბედაობა და თქვას რა მოხდა სინამდვილეში

საქართველო, თბილისი - 15:11 | 25.12.2015
ნანახია: 1672

პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი განცხადებას ავრცელებს. „დემოკრატიას საქართველოში ბზარი გაუჩნდა და ვადამდელმა საპარლამენტო არჩევნებმა შესაძლოა საქართველო სახელისუფლებო კოლაფსამდე მიიყვანოს” - აცხადებს ჩერნოვეცკი. მისი თქმით, ღარიბაშვილს უნდა ეყოს გამბედაობა, გამოავლინოს პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ და თქვას, თუ რა მოხდა სინამდვილეში.

„პირველად გავიგე ევროპული ქვეყნის შესახებ, სადაც საზოგადოება მთავრობის მეთაურისგან, თავისი გადადგომის მიზეზების შესახებ მკაფიო განმარტებას არ იღებს. რა უნდა მომხდარიყო: პრემიერი ავად გახდა, ჩაიდინა გაუგებარი საქციელი, არ ეთანხმება პარლამენტის უმრავლესობას, ვერ ატარებს საკუთარ პოლიტიკურ ხაზს, თუ არის რამე სხვა მიზეზები, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს? ნებისმიერ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილს უნდა ეყოს გამბედაობა, გამოავლინოს პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ და თქვას, თუ რა მოხდა სინამდვილეში... რა გახდა ასეთი ნაჩქარევი გადადგომის მიზეზი?!

ამავე დროს, როგორც პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი, ვთვლი, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები  უნდა ჩატარდეს მკაცრად განსაზღვრულ კონსტიტუციურ ვადაში, რათა დარჩენილი 10 თვის განმავლობაში,საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა გაარკვიონ, თუ ვინ წარმოადგენს მათ ინტერესებს  მომავალ მთავრობასა და პარლამენტში. არჩევნების დაჩქარებამ შესაძლოა საქართველოს მოსახლეობისთვის,  ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს“, - აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე