გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

საქართველო, თბილისი - 09:32 | 31.10.2019
ნანახია: 760

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტები მეზობელ ქვეყნებში გრძელდება.

გიორგი გახარია დღეს, ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, ანკარაში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე