ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. შეიარაღებული ძალები საბრძოლო რეჟიმში გადაიყვანეს
საქართველო, თბილისი - 15:10 | 25.10.2019 ნანახია: 1665
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთში ე.წ. შეიარაღებული ძალები სასწავლო მიზნებისთვის საბრძოლო რეჟიმში გადაიყვანეს. ინფორმაციას ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრეცლებს.
„პრეს-სამსახურის“ ინფორმაციით, ე.წ. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები განლაგდებიან „საბრძოლო პოლიგონზე“ სასწავლო-საბრძოლო „ამოცანების“ შესასრულებლად.
„წვრთნის“ შედეგად ჩატარდება „საკონტროლო სწავლებაც“.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომახდგენელთა თქმით, საბრძოლო რეჟიმი ე.წ. თავდაცვის მინისტრის განკარგულებამდე გაგრძელდება.