ბათუმის პორტში ნატოს სამხედრო ხომალდები შევლენ

საქართველო, თბილისი - 11:19 | 25.10.2019
ნანახია: 1375

დღეს, 25 ოქტომბერს, ბათუმის პორტში შევლენ ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის გემები - იტალიის საფლაგმანო ხომალდი VESUVIO და თურქეთის ხომალდი AMASRA.

მანამდე ბათუმის ნავსადგურს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ეწვია.

USS Porter (DDG 78) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.

USS Porter-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან.

აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.

USS Porter-მა ბათუმის პორტი უკვე დატოვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე