80 წლის წინ ქალის ნეილონის წინდები გამოუშვეს

საქართველო, თბილისი - 15:49 | 24.10.2019
ნანახია: 1685

1939 წლის 24 ოქტომბერს ამერიკულმა კორპორაცია „დიუპონმა“ გაყიდვაში ქალის ნეილონის წინდები ჩაუშვა.

საცდელი გაყიდვები დელავერის შტატში გაიმართა და სამ საათში 4 ათასი წყვილი წინდა გაიყიდა. ნეილონის წინდები აბრეშუმის წინდაზე ორჯერ ძვირი ღირდა, მაგრამ ქალები თანახმანი იყვნენ ორმაგი ფასი გადაეხადათ.

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს წინდები მუხლებზე არ იწელებოდა. მეორეც, სარეკლამო სლოგანი იუწყებოდა: ის არამოხლოდ თხელია, როგორც ობობის ქსელი, არამედ გამძლეც არის, როგორც ფოლადი“.

გაჩნდა მეორე სლოგანიც: „სწრაფად შრება“. სხვათაშორის ნეილონი მზის სხივების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ მისი გაშრობა მზის გულზე დაუშვებელი, რადგან მალე გაფუჭდება.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წინდების გამოშვება შეწყდა, რადგან ნეილონს პარაშუტებისა და თოკების წარმოებაში იყენებდნენ.

ქალებს, რომლებსაც წინდების ყიდვა არ შეეძლოთ, მათ იმიტაციას ახდენდნენ და კოსმეტიკური ფანქრით ფეხებს იხატავდნენ.

ომის შემდგომ წლებში წინდების გაყიდვა შეზღუდული რაოდენობით განახლდა, რამაც უზარმაზარი რიგები და არეულობებიც კი გამოიწვია. ცნობილია, რომ აშშ-ში ქალაქ პიტსბურგში 40 ათასმა ქალმა 13 ათასი წყვილი წინდასთვის სასტიკი ბრძოლა გამართა.

კოლგოტების გამოგონების შემდეგ (1959 წ.) წინდებმა დავიწყებული აქსესუარების რიგში გადაინაცვლა და ძირითადად ინტიმური ანტარუჟისთვის გამოიყენებოდა.

ამ შემთხვევაში კლასიკურ ვარიანტად აღიარებულია გამჭვირვალე წინდები მაქმანიანი მანჟეტებით. ის სამაგრებით ქამარზეა დამაგრებული და ძალიან სექსუალაურად გამოიყურება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე