ლუვრში ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავისადმი მიღძვნილი გამოფენა იხსნება

საქართველო, თბილისი - 13:24 | 24.10.2019
ნანახია: 1656

ექსპოზიციას „ბენუას მადონადან“ „ვიტრუვიანელ ადამიანამდე“ ლუვრის მუზეუმი ათი წლის განმავლობაში ამზადებდა. ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისთავთნ დაკავშირებით ლუვრი ისტორიაში მხატვრის შემოქმედების  ერთ-ერთ უდიდეს რეტროსპეტქივას ხსნის.  იუწყება „როიტერი“.

„ლეონარდო და ვინჩი საფრანგეთში 1516 წელს ჩავიდა. სწორედ აქ გარდაიცვალა ის სამი წლის შემდეგ. ლუვრში დაცულია მისი ხუთი ნახატი“, - აღნიშნა გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვენსან დელიევენმა.

პარიზს თავიანთი ექსპონატები გაუგზავნეს მსოფლიოს უდედესმა მუზეუმებმა, მათ შორის პეტერბურგის ერმიტაჟმა, ვატიკანმა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენმა. დამთვალიერებლებს შეუძლიათ ნახონ მხატვრის 160 ნამუშვარი, მათ შორის სკულპტურები, ნახატები, ტილოები, ჩანახატები, ჩანაწერები.

ბოლო დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ლუვრში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი Homo vitruviano-ს ჩამოტანა. ილუსტრაცია წიგნისთვის, რომლის ზომაც 34 სმ 24 სმ-ზეა, ეძღვნება ანტიკური რომის არქიტექტორის ვიტრუვის შრომებს. ის ვენეციის გალერეის აკადემიაში ინახება, მისი ტრასნპორტირების წინააღმდეგი იყო ორგანიზაცია Italia Nostra, თუმცა სასამართლომ აქტივისტებს მხარი არ დაუჭირა.

В Лувре открывается выставка к 500-летию со смерти Леонардо да Винчи-ის სურათის შედეგი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე